03:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 14:33:44, 1294 ნახვა

სამართალი
შსს - ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე, რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ე.წ. „ფეიქებს“ ასაღებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. კლუბების საქმეში ბრალდებული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული პირებიდან ორმა, როგორც ნარკოტიკული, ისე არანარკოტიკული საშუალებების რელიზაცია განახორციელა.

შსს-ს განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკორეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ე.წ. „ფეიქებს“ ასაღებენ.

 „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ „კლუბების საქმის“ გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“-ს რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები.

ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში  ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.

რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები “ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ “ფეიქებს,” - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics