|
2018-09-12 11:16:23, 915 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე - 2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს მიაღწია
2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს და წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 180 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „ეს ციფრები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ. თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ ეკონომიკურ ტურბულენტობას რეგიონში, კიდევ უფრო დასაფასებელია ის, რომ ინვესტორებს აქვთ ასეთი მზარდი რწმენა იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშენებლობის ნაწილში არის გარკვეული შემცირება და შესაბამისად, მთავრობას დაგეგმილი აქვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ მშენებლობის სექტორში მოზიდული იქნას დამატებითი ინვესტიციები. „სასიხარულოა, რომ გაზრდილია ინვესტიციები ზოგადად, რეალურ სექტორში, ვინაიდან სწორედ ეს არის ის სექტორი, სადაც ჩვენ გვაქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)