02:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 14:34:57, 1341 ნახვა

ეკონომიკა
ახალი ნომინაციები და პრიზები - „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება 2018 იწყება

„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება 2018 წელს ახალი ნომინაციებითა და პრიზებით ბრუნდება.

უკვე ცნობილ 4 კატეგორიასთან ერთად, წელს კიდევ 2 ახალ ნომინაციაშია შესაძლებელი მონაწილეობის მიღება: "წლის ქალი მეწარმე" და " ბიზნესი დადებითი გავლენისთვის".

შესაბამისად, 2018 წლის ნომინაციებია: წლის ბიზნესი; წლის ქართული პროდუქტი; წლის ტურისტული ბიზნესი; წლის ქალი მეწარმე; წლის სტარტაპი; ბიზნესი დადებითი გავლენისთვის.

წელს პროექტის პარტნიორები არიან „აწარმოე საქართველოში“, EBRD, Impact Hub და EFSE. თითოეული მათგანი ერთ ნომინაციას წარმოადგენს. ნომინაცია „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ წარმოაჩენს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, წვლილი შეაქვთ ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა. ხოლო ნომინაციაში "წლის ქალი მეწარმე" შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ისეთმა კომპანიამ, რომლის წილის მფლობელია ქალი.

როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა განაცხადა, ერთ კომპანიას შეუძლია, სასურველი 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში დარეგისტრირდეს.

„თიბისის ბიზნესდაჯილდოება ემსახურება საქართველოში ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესის მხარდაჭერას. დაჯილდოება უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართველოში. წელს დაემატა ორი ნომინაცია „წლის ქალი მეწარმე“ და „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“, მგონია, რომ ეს ორივე ძალიან აქტუალური თემაა, იმიტომ რომ ზოგადად, კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს აწეული, რადგან თანამედროვე მსოფლიო ძალიან ჩქარა ვითარდება და თუ განვითარებაში არ ავყევით, ჩვენც არ გამოგვივა ბევრი რამე. ასევე ქალბატონი მეწარმეების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ შევაფასოთ საშუალოდ ბიზნესში და მეწარმეობაში ვინ არის აქტიური, დავინახავთ, რომ მამაკაცები არიან და თუ ქალბატონებიც გააქტიურდებიან და რაღაც წვლილს შეიტანენ ბიზნესის განვითარებაში, ბევრად უფრო დიდი და დინამიური გახდება ჩვენი ეკონომიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ამას ხაზი გავუსვათ, შესაბამისად, ეს მიზეზებია, რისთვისაც დაემატა ორი ნომინაცია წლევანდელ დაჯილდოებას“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

წელს გამარჯვებულისთვის განსაკუთრებული სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებულებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ ჯილდო:

1. ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი:

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სტრატეგია დაინერგება და ახალი ვებ-გვერდი მომზადდება.

2. ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია:

იმისთვის, რომ ბიზნესის ღირებულებები სწორად განისაზღვროს, აუცილებელია ბრენდ-პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას, ასევე მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში გამარჯვებული ბიზნესისათვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი  საიმიჯო რგოლი დამზადდება.

3. პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა)

ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მათი ავტომატიზება, რაც ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს.ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში,  გამარჯვებული კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და მისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია და ვებ-სერვისი შეირჩევა.

2 წლის მანძილზე თიბისის ბიზნესდაჯილდოების პლატფორმამ 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატება მთელ საქართველოს გაუზიარეს.

რეგისტრაცია 17 სექტემბრიდან დაიწყება! ნოემბერში დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა.

სიახლეების გასაცნობად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.businesaward.ge

 

ფოტო რეპორტაჟი

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics