02:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 17:03:09, 1250 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები დღეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ახალ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს და მის მოადგილეს, თორნიკე სულაბერიძეს შეხვდნენ.

კომიტეტმა სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინა. დეპუტატები დაინტერესდნენ ახალი ხელმძღვანელობის ხედვებით იმ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, რაც კომიტეტის წევრთა თქმით, ამ პროგრამისათვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. კერძოდ, ეს გამოწვევებია კოორდინაციის ნაკლებობა რეგიონული პრიორიტეტების შერჩევისას, მასზე მორგებული სასწავლო კომპონენტებისა და შემდეგ ამ ორ მოცემულობაზე დაფუძნებული საგრანტო სისტემის ამოქმედების კუთხით.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, „წინა წლებში ამ კომპონენტებს შორის კოორდინაცია ძალიან ნაკლები იყო, ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა სიცოცხლისუნარიან წინადადებებზე, რომლებიც მოსახლეობისგან შემოდიოდა. ასეთი წინადადებების  რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ  არა თუ სურათს ვერ ცვლის, არამედ დადებითი ტენდენციების მკაფიოდ გამოკვეთასაც ვერ ახერხებს". რომან კაკულიას შეფასებით, სასიამოვნო ფაქტია, რომ ახალი ხელმძღვანელი მთლიანობაში მოიაზრებს ამ სამი კომპონენტის გაერთიანებას.

შეხვედრის დროს ასევე გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ პროგრამამ რამდენიმე ისეთი პრიორიტეტული პროდუქტი, ან მომსახურება შეარჩიოს, რომლითაც იმპორტის ჩანაცვლება მოხდება. ასევე პერიოდულად უნდა დაიდოს მონაცემები სააგენტოს ხელშეწყობით განვითარებული საწარმოების თუ მომსახურებათა რაოდენობისა, ასევე ყოველწლიურად დაფიქსირდეს  იმ პროდუქციისა და მომსახურების ნუსხა, რომელიც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით იქნა მხარდაჭერილი ამ პროექტის მიერ.

რომან კაკულიას თქმით, „არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ დეკლარირებული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებების გათვალისწინებით, ამ სეგმენტის ამუშავება არის კრიტიკულად აუცილებელი".

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით  მუშაობა გაგრძელდება, რათა  შედეგები  ხელშესახები გახდეს უახლოეს მომავალში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics