02:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 15:47:40, 1199 ნახვა

ეკონომიკა
გაგუა: „საქსტატის“ მონაცემები, არის იმის დემოსნტრირება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველია

„საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ფინანსთა  მინისტრის მოადგილემ   ნიკოლოზ  გაგუამ შეაფასა.

მისი თქმით პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი  ინვესტიციების 9.4% -იანი ზრდა მნიშვნელოვნად პოზიტიური ციფრია.

„გასული წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით  რეკორდული იყო ჩვენი ქვეყნისთვის და  ის იყო უპრეცედენტო   რეგიონის ფარგლებშიც.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველომ კვლავაც განაგრძოს პირდაპირი უცხოური ინვესიტიციების მოზიდვის  ზრდის ტენდენცია. საქსატატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები არის იმის დემოსნტრირება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო არის ძალიან   კარგი უცხოური ინვესტიციებისათვის და ჩვენი ამოცანაა აღნიშული გარემოს გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ „სასტატის" მიერ დღეს  გამოქვეყნებული  მონაცემების  მიხედვით,  2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  389.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით  9.4 პროცენტით (33.4 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში 34.3 პროცენტით (45.7 მლნ. აშშ. დოლაით) გაიზარდა  რეინვესტირების მაჩვენებელი და 178.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.   რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics