22:07 - 28 Oct, 2026
|
2018-09-10 14:23:21, 1084 ნახვა
ეკონომიკა
UNWTO: ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის, საქართველო მე-4 ადგილზეა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, მსოფლიოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია მითითებული. მათივე ცნობით, აფრიკაში ტურისტების რაოდენობა 9%-ითაა გაზრდილი. მას 63 მილიონი ტურისტი ესტუმრა. რაც შეეხება ევროპას, ტურისტების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა და ჯამში 671 მილიონი ადამიანი შეადგინა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, მსოფლიოში ტურისტების დანახარჯები 5%-ით გაიზარდა, ხოლო მათი 40% ევროპაზე მოდის. UNWTO-ს ცნობით, ქვეყნები, სადაც ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა: ეგვიპტე - 55%; ტოგო - 46%; ვიეტნამი - 29%; საქართველო - 27.9%; პალესტინა - 25%.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)