|
2018-09-10 12:21:19, 1049 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: სიმბოლურია, რომ ევროპულ საბაჟოზე კოდექსზე ვსაუბრობთ საბაჟო სამსახურის შექმნის 100 წლისთავზე
სიმბოლურია, რომ ევროპულ საბაჟოზე კოდექსზე ვსაუბრობთ საბაჟო სამსახურის შექმნის 100 წლისთავზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი საბაჟო კანონმდებლობა შემუშავებულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. „საუკუნის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის საბაჟო ლიდერი და ერთ-ერთი საუკეთესოა არამხოლოდ რეგიონში. თუმცა, ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, რაზეც ბევრჯერ ვისაუბრეთ და ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას - საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.
(NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)