22:06 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 11:58:41, 1025 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ახალი საბაჟო კოდექსით რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია უქმდება

ახალი საბაჟო კოდექსით, უქმდება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია და რეექსპორტის განხილვა მოხდება როგორც საქონლის მარტივი დამუშავება , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის განხილვისას აღნიშნა. 

„აღარ იქნება საჭირო რეექსპორტის დეკლარაციის წარგდენა და შესაბამისი საფასურის გადახდა. მარტივდება საქონლის დროებით შენახვის დასრულება და მარტივდება თავისუფალი ზონის პროცედურის დასრულება. სიახლე ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური სავაჭრო ჰაბის განვითარებას.

ახალი საბაჟო კოდექსით შესაძლებელია იმპორტის გადასახადის დაბრუნება ან ჩათვლა. ახალი საბაჟო კოდექსით, იმპორტიორი სრულად დაიბრუნებს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე  გადახდილ იმპორტის გადასახადის თანხას, თუ ის იმპორტიდან 90 დღის განმავლობაში გავა ექსპორტზე. შესაბამისად, საქართველოში გადახდილი იმპორტის გადასახადი არ აისახება სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციო ფასში, რაც იმპორტიორს გაუადვილებს საზღვარგარეთ მის რეალიზაციას“, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics