22:05 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 11:58:14, 987 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ ძნელაშვილი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის შემუშავებას დადებითად აფასებს

"მისასალმებელია, რომ საბაჟო ურთიერთობებს ცალკე, სპეციალური კანონი მოაწესრიგებს",  - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს რეგულაციების ხშირი ცვლილებისაგან დაცვის ერთგვარი გარანტიაა და სტაბილურ საკანონმდებლო სივრცეს განაპირობებს საბაჟო სფეროში.

„რაც შეეხება კოდექსის პროექტის შინაარსობრივ ნაწილს, საგულისხმოა, რომ იგი ერთგვარი სინთეზია საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სფეროში ბოლო პერიოდში გატარებული წარმატებული რეფორმებისა და მოწინავე ევროპული რეგულაციების, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. ცნობილია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ერთ-ერთ ბარიერს სწორედ ქვეყნებს შორის განსხვავებული საბაჟო და საგადასახადო რეგულირება წარმოადგენს. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი საბაჟო კოდექსის მიღება კი უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის და ქართული და ევროპული ბიზნესის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ,  ზურაბ ძნელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics