|
2018-09-10 11:29:40, 908 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი: ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს
ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს, - ამის შესახებ აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც დღეს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით, რაც ბიზნესსექტორს დააინტერესებს. „საქართველოში საბაჟო პოლიტიკა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც იგი გამორჩეულია მსოფლიოში და ერთადერთია რეგიონში. ესაა თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურა, მარტივი და სამართლიანი საბაჟო პროცედურები, რომელიც სრულად პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ესაა ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. ახალი საბაჟო კოდექსით, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ბიზნესის და საბაჟო ორგანოს ურთიერთობა. არსებითად მცირდება საბაჟო ორგანოს მაკონტროლებელი ფუნქცია და უფრო მეტად ვითარდება ერთობლივი პარტნიორული ურთიერობები," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას, სტაბილურიბიზნესგარემოს შექმნას, კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, საგარეო ვაჭრობასთანდაკავშირებული დანახარჯების შემცირებას კერძო სექტორისთვის. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კოდექსის საბოლოო მიღებამდე დაგეგმილი საჯარო განხილვების პერიოდში, ბიზნესისგან მოვისმენ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რაც დაგვეხმარება მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს," - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.
(NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)