|
2018-09-06 17:05:04, 1720 ნახვა
ეკონომიკა
ნინო მჭედლიშვილი: დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია
სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანია „ყვარლის ბაგას“ ფინანსური დირექტორი ნინო მჭედლიშვილი ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით აღნიშნული ინიციატივა დადებითი შედეგების მომტანი იქნება ბიზნესისათვის. „ყვარლის ბაგა არის რძის მწარმოებელი კომპანია. საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს დააგროვოს საგადასახადო აქტივი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფერმა ჯერ კიდევ იმყოფება საინვესტიციო ფაზაში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დღგ-ს დაბრუნება მოხდეს შეუფერხებლად. ამ ეტაპზე დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მობრუნებული ფინანსების რეინვესტირება“ - განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკიან დაბრუნების სისტემით უკვე 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. სახელმწიფოს მიზანია, რომ მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის. პრემიერი მოუწოდებს მეწარმეებს და ქართულ კომპანიებს - უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესში და შეავსონ განაცხადები.
(NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)