23:59 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 14:27:52, 929 ნახვა

სამართალი
საპატიმრო შემოწმებისთვის ქალი პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს - კვლევა

"საპატიმრო შემოწმებისთვის ქალი პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის 2018 წლის ერთობლივ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ქალისა და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ეხება.

ანგარიშის თანახმად, მსგავსი წესი მოქმედებდა მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან დაწესებულებაში დამონტაჟდა სკანერის აპარატი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიენიჭა უფლება, თავად აირჩიოს სრული შემოწმების მეთოდი (პირადი სრული შემოწმება ან სკანერით შემოწმება).

ანგარიშში ასევე ნათქვამია, გაშიშვლებისას ქალ პატიმრებს სთხოვენ ტანსაცმლის ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ გახდას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

"ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაა, დაწესებულებაში მიღებისას ქალი პატიმრების მიმართ გაშიშვლების გზით სრული პირად შემოწმებას კვლავ იყენებენ. როგორც აღნიშნულია, ამ დროს მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს მენსტრუალური ციკლი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსგავსი პრობლემა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა. ქალი პატიმრების განმარტებით, აღნიშნული პროცედურები იყო დამამცირებელი და მორალურ ზიანს აყენებდა მათ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ტარდებოდა პატიმრის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას და დაბრუნების ყველა შემთხვევაში, პატიმრები უარს აცხადებდნენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, დაწესებულებაში პირველად მოთავსების დროს ქალ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს შემოწმების მეთოდებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვთ.

სრული კვლევა იხილეთ ბმულზე >> http://www.hridc.org/admin/editor/uploads/files/pdf/hrcrep2018/report-geo.pdf 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics