13:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 16:23:40, 934 ნახვა

სამართალი
ინაშვილი ჭიაბერაშვილს: ვერ ეღირსებით მთავარი პროკურორის პოსტის ხელში ჩაგდებას

„ვერ ეღირსებით, რომ მთავარი პროკურორის პოსტი ხელში ჩაიგდოთ, რაც არის თქვენი მიზანი დღეს“, - ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშილს.

ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც წინა ხელისუფლების რიგებში იყვნენ, დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

„მე მინდა ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილს მივმართო, ვერ ეღირსებით, რომ მთავარი პროკურორის პოსტი ხელში ჩაიგდოთ, რაც არის თქვენი მიზანი დღეს. ეს იმიტომ რომ მოხდეს ყველა იმ მტკიცებულების განადგურება, რაც თქვენი ბოროტი საქმიანობის შესახებ ჯერ კიდევ შემორჩენილია პარლამენტში. ქალბატონმა სოფო კილაძემ გააკეთა განცხადება, რომ 4 მილირადი გამქრალია, 32 მილიონი გამქრალია, კიდევ 8 მილიონი ევრო. სად წავიდა ეს თანხა? არ უნდა აღიძრას ამაზე სისხლის სამართლის საქმეები? სხვათა შორის ეს ფული განკუთვნილი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. თქვენ ბატონო ზურაბ, გიგა ბოკერიაა, სერგი კაპანაძე თუ სხვები, რომლებიც იმ რეჟიმის ნაწილი იყავით და დღესაც ხართ, თქვენ მოპარეთ ქვეყნის უსაფრთხოებას მილიონები და ამაზე დაიკითხებით, მე გაძლევთ პირობას. სულხან მოლაშვილის წამების ფაქტზეც და ყველა იმ დანაშაულზე დაიკითხებით, რაც ჩადენილი გაქვთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics