|
2018-06-25 13:27:08, 744 ნახვა
სამართალი
პროკურორი - დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები გ.ბ.-მ მიაყენა
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე პასუხობს. ფხაკაძემ იმ ვერსიაზე ისაუბრა, რომელიც გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა. ბრალდების მხარის ვერსიით, დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა გ.ბ.-მ მიაყენა. „გ.ჯ. დავით სარალიძეს ჰყავს დაჭერილი მარჯვენა მხრიდან, მუცელზე ჰყავს მიკრული. რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ხელით აყენებს ჭრილობებს გ.ბ. იმ ჭრილობაზეა საუბარი, რომელიც იდენტიფიცირებულია. ეს არის მარჯვენა დუნდულის არეში და ბარძაყის არეში, ოდნავ დაბლა. ეს არის 12-14 ნუმერაცია სქემის მიხედვით. ასევე მარჯვენა მხარეს, ღვიძლის არეში არის დაზიანება. ეს არის #1 დაზიანება სქემის მიხედვით. ეს არის გულმკერდის ღრუში შემავალი მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. ასევე შემდეგ იცვლის პოზას. დინამიურად ვითარდება და ამ დროს გ.ჯ უჭირავს წინ მოხრილ მდგომარეობაში და ამ მდგომარეობაში როდესაც ბარძაყის არეში ხდება დაზიანებების მიყენება ბარძაყის წინა არეში ჭრილობების მიყენება. ეს არის სავალალო ჭრილობა. მოხდა არტერიის სრულად გადაჭრა და ვენის ნაწილობრივ დაზიანება, რომელიც გ.ბ-მ მიაყენა. ამ ჭრილობის შედეგად, იმ დონემდე არის ეს დაზიანება და იმდენად საშიშია სიცოცხ;ისთვის და ჯანმრთელობისთვის, რომ რამდენიმე წამში ადამიანის რეფლექსები დუნდება. სისხლისგან დაცლა არ ხდება , მაგრამ ექსპერტიზის და ექიმის განმარტებითაც მაქსიმალურად 5 წუთი არის ამ დაზიანების მქონე პირისთვის საკმარისი რომ დაიცალოს სისხლისგან, რომლის აღდგენაც შემდგომში შეუძლებელია. ეს ხდება წამიერად. შემდეგ დათო სარალიძე იცვლის პოზას მაგრამ ეს არ არის დიდი ადგილი. სარალიძე გ.ჯ-ს ხელს არ უშვებს, ისევ ერთად არიან. უნდა აღინიშნოს რომ ძლიერი ბიჭი იყო ნამდვილად. ამ დროს შემობრუნებულ გ.ბ კიდევ აყენებს დაზიანებას. ეს არის #2 გულმკერდის არეში, უკვე მარცხენა მხარეს. დათო არის პირისახით ფარდულისკენ, გ.ჯ ისევ უჭირავს ხელში და ამ დროს გ.ბ კიდევ არტყამს ერთს და ამ დროს მოდის აქ მ.კ. პარალელურად, გ.ჯ.-ს უკვე მარჯვენა ხელში უჭირავს დანა. ახლა უკვე ფიქსირდება. შეიძლება მანამდეც ეჭირა მაგრამ ვერ ხედავს ამას ვერავინ. გ.ჯ ქვევიდან ზემოთ იქნევს ხელს დათოს მიმართულებით, მარცხენა იღლიის არეში აყენებს ჭრილობას. ეს ჭრილობები არის #3 და #4 . ეს არის გულმკერდის არეში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება“, - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, პარლამენტის დროების საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორ ზვიად ფხაკაძის და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)