12:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 10:49:54, 775 ნახვა

სამართალი
მეტრო „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

მეტროსადგურ "ვარკეთილის" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა არ გაიზიარა, რომელიც ბრალდებულებისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა. 

თავის მხრივ, პროკურორების შუამდგომლობას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე. ადვოკატები გირაოს სახით უფრო ნაკლები თანხის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. 

შეგახსენებთ, 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 14  ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).

ცნობისთვის, მეტროსადგურ „ვარკეთილში“სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით თანახმად, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო „ვარკეთილში“ სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი განახლდა, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics