|
2018-06-21 12:10:25, 848 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ საქართველოს 8, აზერბაიჯანს კი, 6 კითხვით მიმართა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ საქართველოს 8, აზერბაიჯანს კი, 6 კითხვით მიმართა. როგორც მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მოპასუხე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირებული უფლებები. მისივე თქმით, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ პასუხები 31 ივლისამდე უნდა მოამზადონ. „ევროსასამართლოს კითხვები, რომელიც გაეგზავნა საქართველოსა და აზერბაიჯანს, მიუთითებს იმაზე, რომ ევროსასამართლო ძალიან კრიტიკულად შეფასებს იმ უფლებადარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფგან მუხთარლის მიმართ. ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ჩვენი წერილობითი კომენტარები წარვადგინოთ მათ პასუხებზე და დამატებითი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურებს ამ უფლებების დარღვევის ფაქტს“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლის საქმეზე საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის ბაქოში დაკავება და გასამართლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოითხოვა. მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 3 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლა გახდა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)