|
2018-06-12 15:02:31, 1115 ნახვა
სამართალი
სარალიძე - გენინსპექცია თავადაც მოწადინებულია, რომ სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტი გამოიძიოს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარადის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შენობა დატოვა. მისი თქმით, გუშინ სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის გამოძიებით სამართალდამცველები თავადაც არიან დაინტერესებულნი. „მოლოდინი ყოველთვის მაქვს და აუცილებლად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომ რეაგირება მოახდინონ ამ თემასთან დაკავშირებით და მისცენ აუცილებლად სამართლებრივი ფორმა. ამაზე მზაობას გამოხატავენ. მე პირადად ვერ დავინახე ვერაფერი ამის საწინააღმდეგო. პირიქით, ძალიან მონდომებულები არიან თვითონაც და მივესალმები ამ ნაბიჯებს“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგხსენებთ, სარალიძე და ზვიად კუპრავა ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად კუპრავას და კიდევ ერთ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სარალიძემ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)