07:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 20:32:38, 1239 ნახვა

სამართალი
რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა [ვიდეო]

პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ისევ გადაიკეტა.

ამჯერად გზა სამართალდამცველებმა გადაკეტეს, თუმცა აღნიშნულის მიზეზი უცნობია.

აქცია დღეს თავდაპირველად 14:00 საათზე, შემდეგ კი, 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება, ხოლო სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს, წყლის ჭავლის მანქანები დგას.

შეგახსენებთ, წუხელ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა კარვებით გადაკეტეს. კარვები სამართალდამცველებმა დღეს დილით აიღეს და პარლამენტთან დააბრუნეს, თუმცა მოგვიანებით, დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომობილით გაიტანეს.  ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ 19 პირი დააკავეს, მათ შორის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად კუპრავა საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე. გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ტერიტორიას გაარიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დეპუტატი ნიკანორ მელია. კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძეს, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, კვლავ პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან. ადგილზეა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, იგი ამ დროისთვის პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება. შეხვედრას მისი ადვოკატი და სახალხო დამცველი ესწრებიან.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics