19:58 - 28 Oct, 2026
|
2018-06-11 19:06:50, 951 ნახვა
სამართალი
შსს: პირთა ვინაობის დასახელებისას მოხდა ტექნიკური შეცდომა - ხაბეიშვილი დაკავებული არ არის
შინაგან საქმეთა სამინიტროში აცხადებენ, რომ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი არ დაუკავებიათ. უწყების განმარტებით, პირთა ვინაობის დასახელების დროს ტექნიკური შეცდომა მოხდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აზუსტებს გავრცელებულ ინფორმაციას დაკავებულთა შესახებ. კერძოდ, მოხდა ტექნიკური შეცდომა პირთა ვინაობის დასახელების დროს, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ პარლამენტთან 9 პირი დააკავეს, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები ენმ-დან - ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. მოგვიანებით უწყებამ განცხადებიდან ხაბეიშვილის გვარი ამოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)