19:58 - 28 Oct, 2026
|
2018-06-11 18:59:54, 707 ნახვა
სამართალი
შსს ნიკა მელიას დაკავებას არ ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მორაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკანორ მელიას დაკავებას არ ადასტურებს. „ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელიც, ასევე, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ ადგილზე აღკვეთა ნიკანორ მელიას სამართალდარღვევა. ნიკანორ მელია თავისუფალია“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დეპუტატი ნიკა მელია და საკრებულოს წევრები - ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)