19:58 - 28 Oct, 2026
|
2018-06-11 17:51:08, 711 ნახვა
სამართალი
კუპრავამ სხვა დაკავებულებთან ერთად საქალაქო სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულმა სამმა პირმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. კუპრავას თქმით, სასამართლო პროცესი მართულია. მისივე თქმით, მოსამართლეს უკვე წინასწარ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ვარაუდობენ, რომ ისინი პატიმრობაში დარჩებიან. ზვიად კუპრავას თქმით, ის პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული. მოსამართლე პარლამენტის წინ დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა, რომელიც რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)