|
2018-06-11 16:35:46, 937 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა პარლამენტთან განთავსებული კარვები აიღეს
სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან განთავსებული კარვები დაშალეს და სატვირთო ავტომანქანით ტერიტორიიდან გაიტანეს. კარვების დაშლისას აქციის მონაწილეებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადაგან კარვების გარშემო პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი შეკრა. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. გარდა ამისა, პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება. ამასთან, ცოტა ხნის წინ, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი. ისინი საპატრულო პოლიციის უფროსთან შეხვედრას ითხოვდნენ და მას შსს-ს ავტომობილებში ეძებდნენ. პოლიციამ პარტიის წევრებს რამდენიმე გაფრთხილება მისცა, თუმცა პარტიის წევრებმა მოწოდება არ გაითვალისწინეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ამ დროისთვის პარლამენტთან ვითარება განმუხტულია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)