08:27 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 15:01:45, 1743 ნახვა

საზოგადოება
20 ოქტომბერი ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეა

ქართველ ავიამეთვალყურეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ეს არის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ფრენების უსაფრთხოებას.

 „ავიამიმოსვლების მეთვალყურეობა არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, დაძაბულ შრომას და ძალიან დიდ ყურადღებას.  მსურს ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიული დღესასწაული მივულოცო და მათ წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ  ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და ინიშნება ახალი ავიარეისები, ავიამეთვალყურის პროფესია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო ხდება საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის.

ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღე ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFATCA) 56 წლის წინ დაარსა. ამ დღეს მსოფლიოს 130 ქვეყანა ერთდროულად აღნიშნავს. საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  შპს „საქაერონავიგაციას“ 110 ავიამეთვალყურე ჰყავს დასაქმებული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics