|
2026-11-04 21:08:10, 392 ნახვა
პოლიტიკა
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად 2027 წლის იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად იმსჯელებს – წევრ ქვეყნებში კი განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. „იანვარში, [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, განვიხილავთ საქართველოს საკითხს – თუ როგორ შეიძლება საუკეთესოდ დავუჭიროთ მხარი ხალხსა და მათ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა 4 ნოემბერს კაია კალასმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად. მან გაიმეორა, რომ „ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას, რაც დემოკრატიული პროცესების უკუსვლით არის განპირობებული“ და „აშკარაა, რომ სწორი მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება“. რაც შეეხება დამატებით ზომებზე შეკითხვაზე, კაია კალასმა განაცხადა: „ჯერ ადრეა რაიმეს თქმა“ და სწორედ ამაზე იმსჯელებენ იანვარში. შემდეგ დასძინა: „არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენთვის მთავარია, ისეთი რეაგირება მოვახდინოთ, რითაც მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობას და ზურგს არ ვაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ამავდროულად, მთავრობასაც მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ მსგავს პოლიტიკას მხარს არ ვუჭერთ“. -განაცხადა კალასმა. მან ასევე თქვა, რომ „ამ მომენტში მაგიდაზე ყველაფერი დევს“.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)