22:42 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 21:41:10, 446 ნახვა

პოლიტიკა
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა 2026 წლის ანგარიში წარადგინა, საქართველოს საკითხი აქტიურად განიხილეს. პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ მკაცრად გააკრიტიკა „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები და აღნიშნა, რომ ისინი ევროპაში ხანმოკლე ჩასვლასაც კი შიდა პროპაგანდისა და პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოსაჩენად იყენებენ.

მან კომისარს მიმართა კითხვით, როდის დაუწესებს ევროკავშირი ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს.

მარტა კოსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების მომხრეები არიან, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერჯერობით საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს. ევროკომისარმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების ხელყოფასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებზე, რასაც საქართველოს ევროპული გზისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.

კოსმა  აღნიშნა, რომ ვითარების შეცვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ოცნების“ მთავრობას ეკისრება, თუმცა ევროპული კარი ქართველი ხალხისთვის კვლავ ღია რჩება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics