01:30 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 12:01:43, 1954 ნახვა

საზოგადოება
სოფელი ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთში, სოფელი ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. 

სამუშაოების  ფარგლებში, აშენდა ახალი  სატუმბი სადგური, მოეწყო წყალაღების კვანძი  ჩამკეტი ფარით და გისოსით,  დამონტაჟდა   ტუმბო აგრეგატები სიმძლავრით 1500 მ3/სთ. აწევის სიმაღლე 180 მეტრი.    პროექტით ასევე დაგეგმილია ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები და დამცავი კედლის მოწყობა. 

მიმდინარე ღონისძიებების განხორციელების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - ფიროსმანისა და სამთაწყაროს  მოსახლეობა ისარგებლებს წყლით   750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად. 

მიმდინარე სამუშაოები 2017 ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთის რეგიონში დღეისათვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11, ხოლო საქართველოს მასშტაბით 50 სარეაბილიტაციო  პროექტს ახორციელებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics