|
2017-10-19 15:38:20, 1676 ნახვა
საზოგადოება
გურჯან მალაყმაძეს საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოსეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის,პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ მალაყმაძის დარბაზი გახსნა, რომელიც საქართველოსპრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის შემადგენელი ნაწილია. სამეცნიერო პროექტის „საქართველოსთვის დღემდე უცნობი დოკუმენტური მასალა დაისტორიები თურქეთელ ქართველთა ცხოვრებიდან", რომელსაც საქართველოს საბიბლიოთეკოასოციაცია ახორციელებს, მიზანია 1921-1990 წლებში თურქეთის არქივებში თურქეთელქართველთა ისტორიის, ყოფის და კულტურის შესახებ კვლევის ორგანიზება. ამ პერიოდისშესახებ არ მოიპოვება არავითარი სამეცნიერო მასალა თურქეთში მცხოვრები ქართველებისშესახებ, საბჭოთა პერიოდში საქართველოსა და თურქეთს შორის რთული დამოკიდებულებისგამო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,განსაკუთრებული პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ იმ ადამიანებისა და მათი შთამომავლებისმიმართ, რომლებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ქართული იდენტობის შენარჩუნებასთურქეთში და სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა მათ შთამომავლებს პირდაპირსაქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ვახტანგ მალაყმაძის შვილს გურჯან მალაყმაძეს კი,ღირსების ორდენით დააჯილდოებს, რომელმაც მამის არქივი - ხელნაწერები, დოკუმენტული ფოტომასალა, წიგნები, იშვიათი ქართული გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. თურქეთში სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად შედგა იქ მოღვაწე ცნობილი ქართველებისარქივების დიგიტალიზაცია. პროექტის მიხედვით, მოხდა თურქეთელ ქართველთა ეთნიკური იდენტობის გადარჩენისათვისმოღვაწე ადამიანთა ბიოგრაფიების (ახმეთ ოზკან-მელაშვილი, ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგმალაყმაძე)) შესწავლა აღდგენა, მათი არქივების გაციფრულება, მათ მიერ გამოცემულიწიგნებისა და ჟურნალების მოძიება და დიგიტალიზაცია. აგრეთვე, ეთნოგრაფიული რეალიებისამსახველი ფოტო, აუდიო და ვიდეომასალების მოძიება, სისტემატიზაცია და დიგიტალიზაციადა თურქეთელ ქართველთა ყოფისა და კულტურის ამსახველი ზეპირი ისტორიების ჩაწერა. აღნიშნული მასალები დაცული იქნება სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულბიბლიოთეკა "ივერიელში" და ნაბეჭდ კრებულში. თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ მალაყმაძის დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, მეცნიერები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წარმომადგენლები.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)