01:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 13:16:42, 1758 ნახვა

საზოგადოება
აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია წლის ბოლოს გახდება ცნობილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დადასტურებულია, რომ მავნებელი მწერი აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან შემოვიდა.

„იმ ქვეყნებში, სადაც დღეს არაა ეს მავნებელი, ჩავთვალოთ, რომ ხვალ იქნება, თუ არა და ზეგ იქნება, ეს არის გლობალური პრობლემა. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციები და ის დონორები, რომლებიც კომუნიკაციის პროცესში ქართულ მხარეს ეხმარებიან, აქტიურები არიან და რამდენიმე დონორის დახმარებით, იმედი გვაქვს, იმ ინფორმაციის  გავრცელებას შევძლებთ იქით მხარეს (აფხაზეთში) ფერმერებთანაც, რასაც აქეთ ვაკეთებთ, ჩვენთვის არ იყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონტროლი იქ არ გვაქვს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აზიურ ფაროსანას შეუძლია ზარალი გამოიწვიოს ფაქტობრივად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში, გარდა ბოლქვიანი კულტურებისა:

„300-მდე კულტურის მტერია. ასეთი ბუნება არ გააჩნია ხოლმე სხვა მავნებელს, მისი სირთულე ისიცაა, რომ მფრინავ ფაზაში ის არ ბუდობს ერთგან, ის მოძრაობს  და შეუძლია გადაადგილება 50 კილომეტრზე  მეტ მანძილზე დღის განმავლობაში. როგორც წესი მარტივია  ხოლმე მავნებელთან ბრძოლა, როცა მწერი ნახავს საინტერესო ადგილს და  იქ იბუდებს, მაგრამ ეს არის  მწერი, რომელიც არ ჩერდება ერთ ადგილას. სტრატეგია  ითვალისწინებს ისეთ ტაქტიკურ ღონისძიებებს, რომელიც შეიძლება, რომ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია წლის ბოლოს გახდება ცნობილი:

 „ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვექნება წლის  ბოლოს, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია,  რომ სრული სურათი გვქონდეს, რადგან შემოდგომა არის აქტიური ფაზა  სოფლის მეურნეობაში. საბოლოო მონაცემებს რამდენიმე თვე დასჭირდება. ჩვენ ფერმერებს ბოლომდე დავუდგებით გვერდში, დავეხმარებით და ვეხმარებით“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics