00:30 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 15:16:23, 2225 ნახვა

საზოგადოება
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა

პანკისის ხეობაში, დუისში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის საზეიმო აღნიშვნის ღონისძიებას  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, შვედეთის მთავრობის, გაეროსა და ადგილობრივი სათემოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ქალებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე  ქალების პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა ქვეყნის განვითარებაში ქალების, მათ შორის, სოფლად  მცხოვრები ქალების როლზე ისაუბრა.

„სოფლად მცხოვრები ქალებს აქვთ უზარმაზარი რესურსი საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლის  საქმეში. მათი ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, - განაცხადა რევაზ ასათიანმა.

შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა პანკისის ხეობაში პროფესიული განათლების განვითარების აუცილებლობაზე, ეკონომიკურ საქმიანობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების უფრო აქტიურ ჩართულობაზე და დღეს არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, დუისში  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ადგილობრივი რეწვის გამოფენა გაიმართა.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება.

წელს აღნიშნული ღონისძიება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics