|
2017-10-16 19:29:40, 2051 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: სიკვდილიანობის უპირველესი გამომწვევი მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საინფორმაციო სააგენტოებში, საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, სააგენტოებში მოყვანილი დაავადებათა რიგითობა ასახავს არა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს, არამედ საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის ნუმერაციას. დაავადებათა კონტროლისა ცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოში სიკვდილიანობის უპირველესი გამომწვევი მიზეზი, ისევე როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, არა ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, არამედ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია. სტატიაში მოცემული რანჟირება რეალურ სურათს არ შეესაბამება. სააგენტოებში მოყვანილი დაავადებათა რიგითობა ასახავს არა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს, არამედ საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის ნუმერაციას. შესაბამისად, გარდაცვალების გამომწვევ მიზეზთა შორის დაავადებათა ჩამონათვალი, სადაც პირველი ადგილი უჭირავს ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებებს, არასწორია. რეალურად, საქართველოში სიკვდილიანობის უპირველესი გამომწვევი მიზეზი,ისევე როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში,სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია. მას მოჰყვება სიმსივნური დაავადებები, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები და ტრავმები“,-ნათქვამია აავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)