|
2017-10-16 13:56:52, 1696 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ ამ უბანში საცობებს მნიშვნელოვნად განმუხტავს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ საცობებს მნიშვნელოვნად განმუხტავს. როგორც ნარმანიამ მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სადგური ყოველდღიურად დაახლოებით 15 ათასს მგზავს მოემსახურება. „დღეიდან ოფიციალურად აღინიშნული სადგური ექსპლუატაციაში შევიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქში არსებული მოჭარბებული საცობების პირობებში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჩვენთვის. აღნიშნული პროექტი ამ ნაწილში და ამ უბანში საცობებს მნიშვნელოვნად განმუხტავს და 15 ათასზე მეტი მგზავრი, რომელსაც სადგური ყოველდღურად მოემსახურება, იქნება კმაყოფილი. ვინაიდან, ჩვენ აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მეტროსადგურს ვხსნით, რომელიც არის უსაფრთხო, კომფორტული და ძალიან ბევრ სიკეთეს მოიცავს თავის თავში“,-განაცხადა ნარმანიამ. მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული მეტროსადგურისა, ქალაქის სატრანსპორტო კომპანია უამრავ სხვა პროექტს და პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში მოძრავი შემადგენლობების განახლება მიმდინარეობს. „ვაგონების მოდერნიზაციის პროცესი არ გაჩერდება ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ აქტიური მოდერნიზაცია მეტროს მოძრავი შემადგენლობისა და ამ ეტაპზეც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზეც დაკონტრაქტებულია და მიმდინარეობს 12 ვაგონის მოდერნიზაციის სამუშაოები. გარდა ამისა, სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ საერთაშორისო კონკურსი გამოვაცხადეთ, რომლის ფარგლებშიც იცვლება არსებული გადახდის სისტემა, რომელმაც თავისი თავი ამოწურა და გადახდის სისტემა ხდება უნივერსალური. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზა ასევე მასტერ ქარდის სისტემაში ჩართული ნებისმიერი პლასტიკური ბარათით იქნება მომდევნო წლის ზაფხულიდან გადახდა შესაძლებელი როგორც ჩამოსული ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,-განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი მეტროსადგურის განახლების სამუშაოები. „ მათ შორის ძალიან მწვავედ ავარიული იყო გურამიშვილის სადგური, ავლაბარი, სამგორი. რამდენიმე ხნის წინ დასრულდა ახლმეტელის მეტროსადგურის და ვარკეთილის მეტროსადგურების განახლების სამუშაოები და ეს სადგურები გახდა უფრო თანამედროვე დიზაინის. ასე, რომ ბევრი საინტერესი პროექტი ხორციელედება მხოლოდ მეტროს მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოგვარებულია მეტროს სისტემაში, არსებობს სხვა საჭიროებებიც და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ზრუნვით, ერთმანეთში გვერდში დგომით, დონორი ორგანიზაციების ჩრთულობით ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით ეს ყველაფერი გაკეთდება ,ისე როგორც თანამედროვე ქალაქს ეკადრება“,-დასძინა ნარმანიამ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)