|
2017-10-16 10:23:18, 1755 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი პატიმრები უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა" და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართული ყოფილი პატიმრები უფასო იურიდიული მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლებენ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა მელიტონ ბენიძემ. მემორანდუმის თანახმად, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ბენეფიციარებს უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და იურიდიული დახმარების სამსახურში გადაამისამართებს. თავის მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახური ყოფილ პატიმრებს უფასო კონსულტაციასა და უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს. მხარეები ადასტურებენ დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტულობას და საჯარო დაწესებულებების ჩართულობის მნიშვნელობას ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვაში. იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველ, გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის როგორ დედაქალაქში, ისე რეგიონების მიხედვით უზრუნველყოფს. ამ სერვისით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებიც ისარგებლებენ. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)