22:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 12:42:06, 1951 ნახვა

საზოგადოება
ძველ თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

კრწანისის რაიონში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. გორგასალის III ჩიხში მდებარე ავარიულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და კრწანისის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით გასულ წელს დაიწყო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის მერიამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რათა ისტორიული სტატუსის მქონე შენობა გადარჩენილიყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სახლში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა თბილისის მერია ისტორიულ უბნებში,  მსგავსი  პროექტების  განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ისტორიულ შენობას კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, პირვანდელი სახით აღდგა ფასადი და მისი დეკორატიული ელემენტები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეკეთდა სახურავი და საწვიმარი მილების სიტემა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ქვაფენილი.

შენობა, რომელიც 1880-იანი წლებით თარიღდება, წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც საფრთხეს  როგორც აღნიშნული, ასევე მომიჯნავე სახლებისთვის წარმოადგენდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics