|
2017-10-14 13:31:02, 2600 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, ის არ იკბინება
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, ის არ კბენს ადამიანს, არც ცხოველს, არ არის სისხლის მწოველი მწერი“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნუი ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მავნებელ მწერს არ გადააქვს არავითარი ინფექცია, თუმცა გაჭყლეტის შემთხვევაში მას არასასიამოვნო სუნი აქვს „აზიურმა ფაროსანამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენს სოფლის მეურნეობას განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ ეს მწერი, ბაღლინჯო ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. ის არ კბენს ადამიანს, არც ცხოველს, არ არის სისხლის მწოველი მწერი. მას არ გადააქვს არავითარი ინფექცია, თუმცა გაჭყლეტის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს მის გამონადენს არასასიამოვნო სუნი, რომელიც ამ მავნებლისთვის არის დამცავი მექანიზმი სხვა მწერების წინააღმდეგ. ამიტომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ის საშიში არ არის, თუმცა როდესაც სახლშია დიდი რაოდენობით ეს მწერი რა თქმა უნდა ეს არასასიამოვნოა და ბევრ უხერხულობას ჰქმნის. აციების წინ ხდება მათი მიგრაცია გარედან შიგნით. სასურველია გამოყენებული იქნას ის მექანიკური დაცვის საშუალებები, რაც რეკომენდირებულია ამ დროს. აქ ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. მოგეხსენებათ ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს აშშ-ს ამ მწერთან ბრძოლაში. სასურველია მოსახლეობამ იხმაროს მექანიკური დაცვის საშუალებები. განსაკუთრებით ადვილია მისი მექანიკური საშუალებებით განადგურება, ეს იქნება მტვერსასრუტი თუ საპნიანი წყალი, სადაც ნათურა არის დამაგრებული მწერის მოსაზიდად. ყველა საშუალებას რასაც შინ ადამიანი გამოიყენებს კარგად უნდა გაეცნონ და დარწმუნდნენ ის გამოიყენება სწორედ ამ მწერების წინააღმდეგ. ყველა ეს საშუალება არის ქიმიური საშუალება და არასწორი გამოყენების შემთხვევაში მაშინ შეიძლება მას ჰქონდეს გარკვეული გვერდითი მოქმედება. ამიტომ ჩვენ მაინც რეკომენდაციას მექანიკურ საშუალებას ვუწევთ“,-განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მწერთან ბრძოლის სამუშაოებს სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი მასობრივად არ შეუფერხებია. „სკოლებში სასწავლო პროცესი მასობრივად არ შეუფერხებია, ერთეული ინფორმაცია გვაქვს სულ რამდენიმე სკოლიდან სადაც გუშინ და დღეს მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშოები და ამიტომაც იქ რამდენიმე დღით შეაჩერეს სწავლის პროცესი“,-დასძინა ამირან გამყრელიძემ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)