|
2017-10-10 17:48:53, 1705 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას აწესებს
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭება სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ მაგისტრატურის სტუდენტს ინტელექტუალური პოტენციალის განსავითარებლად. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს, არაუმეტეს ერთი სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია მიეცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე). აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები და სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს. სოხუმის უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიანტობის კანდიდატების აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტროში წარდგენის ვადააა 6 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული: http://meca.gov.ge/assets/news/seqtemebri-2016/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%95%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%90.pdf
(NS)
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)