|
2017-10-10 16:42:07, 2053 ნახვა
საზოგადოება
„პროტესტი ამით არ მთავრდება!“ - საკრებულოსთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია
თბილისის საკრებულოსთან კვლავ დაპირისპირებაა. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შენობაში შესვლას ამჯერად ერთად ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ აღნიშნულის საშუალებას არ აძლევს. როგორც „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ღირსეულ პოლიციელებს აიძულებს, დაარღვიონ კანონი და დაპირისპირებაში შევიდნენ პარლამენტარებთან. „ეს მხოლოდ ერთადერთი ნიშანია, „ქართულ ოცნებას“ არანაირი რესურსი არ გააჩნია ხალხთან ურთიერთობის. ეს არის შეშინებული, დამწუხრებული, ამ უნამუსო კაბინეტში შეკეტილი პატარა ჯგუფი. დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი ამით არ მთავრდება. მთავარი პროტესტი არის 21 ოქტომბერს, როდესაც დავასრულებთ ამ უნამუსობას. უარს ვეტყვით ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს, რომელიც კანონზე მაღლა დგას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა დაპირისპირების გამო შეწყდა. სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციისა და საკრებულოს უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)