|
2017-10-10 14:43:25, 1873 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოსთან „ნაცმოძრაობის“ წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თბილისის საკრებულოსთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა. მათ შენობაში შესვლის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამასთან, „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, საკრებულოში მყოფი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შენობასთან სამართალდამცველების დასახმარებლად გადიან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის": წევრმა ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, "უკანონობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა". "არ უშვებენ პარლამენტის წევრებს საკრებულოში და ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. საკრებულო და მისი თავმჯდომარე ალიბეგაშვილი გადაიქცნენ უბრალოდ ივანიშვილის ჟანდარმებად. რატომ არის ამდენი პოლიციელი თავმოყრილი აქ?! რატომ არის სპეციალური დანიშნულების რაზმები აქ? მათ ერთი მიზანი აქვთ, რომ 1 ლარად გადასცენ საქართველოს ყველაზე მდიდარ მოქალაქეს იმ ხალხის ქონება, რომელიც გაღატაკებულია ამავე მოქალაქის მმართველობის გამო. სწორედ ამას აპროტესტებს ხალხი დღეს და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რეჟიმს", - განაცხადა წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)