|
2017-10-10 14:24:00, 1740 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოსთან „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
თბილისის საკრებულოსთან დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრები საკრებულოში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ის რაც აქ ხდება, ეს არის სიმბოლო, განსახიერება ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის. გარდა იმისა შინაარსით რაც ხდება შიგნით საკრებულოში, როდესაც 1 ლარად ჩუქნიან მილიარდერს ქონებას, ამის გარდა დამოკიდებულება კანონის მიმართ, პარლამენტის წევრების მიმართ, ხალხის მიმართ, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულები არიან. ამ პოლიციელებს არღვევინებენ კანონს, უხეშად და ცინიკურად და ამაზე პასუხი უდნა გავცეთ 21 ოქტომბერს არჩევნებზე ყველამ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთივს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომას, მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და ჟურნალისტები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ "თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერთან ავტოპარკინგის მოსაწყობად 1900 მ. კვ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის და თაბორის მთაზე 5 000-მ. კვ-მდე მიწის ფართობის 1 ლარად გადაცემას საკრებულომ მხარი 29 სექტემბერს დაუჭირა. გადაწყვეტილებას საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ პროცედურულად საკითხში განსახილველად დედაქალაქის მერიას გადაეგზავნა. მერიამ მიწების გადაცემის საკითხი 4 ოქტომბერს განიხილა და მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად ისევ საკრებულოს გადაეგზავნა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)