|
2017-10-06 17:01:04, 1975 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
„თბილისობასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 6 ოქტომბერს, 23:00 საათიდან, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე. „ გადაიკეტება ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ევროპის მოედნამდე. მოძრაობა სრულად აიკრძალება მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. პანდუსიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ორ რიგად იმოძრავებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით. მოძრაობა აიკრძალება გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით, ასევე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე - აბანოთუბნის მიმართულებით. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ავლაბრის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე და მიმდებარე ქუჩებზე“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)