02:38 - 05 Nov, 2026
|
2017-10-06 13:47:21, 2049 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პოლოლიკაშვილს მონტევიდეოს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა
ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩს და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს მონტევიდეოს მერმა დანიელ მარტინესმა, მონტევიდეოს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ურუგვაის ტურიზმის მინისტრ ლილიამ კეჩიჩიანთან ერთად, ურუგვაის ქალაქს პუნტა დელ ესტეში მსოფლიოს გარშემო რეგატა ჩემპიონატის „Clipper Round the World Yacht Race" დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. „The Clipper Race" მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რეგატა ჩემპიონატია, რომელიც 8 რაუნდისგან შედგება. შეჯიბრის მონაწილეები მსოფლიოს გარშემო იახტებით იმოგზაურებენ და 5 ოკეანეს გადალახავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)