|
2017-10-06 13:17:27, 1715 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან ტრადიციულ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს მინისტრი მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჯანელიძე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიმოიხილავს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს, ეკონომიკური დიპლომატიისა და საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის წარმოჩენისათვის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების, იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების მიზნით საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით სამინისტროს საქმიანობის დეტალებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს. მინისტრი ასევე ისაუბრებს სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული ქმედებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების ტრადიცია დაამკვიდრა, რომლის ფარგლებში, სამ თვეში ერთხელ მათ სამინისტროს მიმდინარე საქმიანობას აცნობს.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)