|
2017-10-06 11:00:28, 1799 ნახვა
საზოგადოება
ქართული შრიფტი გრანშანის არალათინური შრიფტების საერთაშორისო კვირეულზე
გრანშანის (GRANSHAN) არალათინური ფონტების და ტიპოგრაფიის კვირეულზე, რომელიც წელს ერევანში იმართება, ქართველი ტიპოგრაფიკოსების ნამუშევრები პირველად იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრების გამოფენაზე წარდგენა ასოციაცია „ქართული შრიფტის" ორგანიზებითა და თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება. კვირეულზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი შრიფტები, მათ შორის ხელით შესრულებული და პოლიგრაფიული შრიფტისა და ფონტების ნიმუშები. ნამუშევრებს გრანშანის კვირეულზე გრაფიკოს-დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი ნინო ჯიშკარიანი წარადგენს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციის გამართვაც, სადაც ტიპოგრაფიის თემაზე კვლევები იქნება წარმოდგენილი. კონფერენციას წელს 40-მდე მკვლევარი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. შრიფტის დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი გიგა ხატიაშვილი კონფერენციაზე ისაუბრებს ქართული შრიფტის წარმომავლობაზე, მის განვითარებასა და პრობლემატიკაზე, ასევე თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად შესახებ. გრანშანის მიზანს არალათინური შრიფტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ არამარტო ისეთი დამწერლობები, რომლებიც მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, არამედ ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იყენებს და მივიწყების საფრთხის წინაშეა. კვირეულის ფარგლებში, კონკურსისა და კონფერენციის გარდა გაიმართება ფონტების გამოფენა და საუკეთესო ფონტების გამოვლენის ღონისძიება. წელს გრანშანის საიუბილეო თარიღია და მისი დაარსებიდან 10 წელი აღინიშნება.
(R)
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)