|
2017-10-05 19:35:22, 3815 ნახვა
საზოგადოება
2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა 2018 წლიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა განახლდეს. მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს უფროსის იმედა მაკასარაშვილის განცხადებით, ახალი მართვის მოწმობის ასაღებად, გამოცდის ხელახალი ჩაბარება საჭირო არ არის. მისივე თქმით, დოკუმენტის შესაცვლელად 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენაა საჭირო. "მოქალაქეს დასჭირდება პირადობის მოწმობა, მის ხელთ არსებული მართვის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა. ადგილზე ის 15 ლარს გადაიხდის. სხვა დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო არ იქნება. აღნიშნული საფასურის გადახდა, როგორც მექანიკური ასევე ავტომატური ძრავის მქონე ავტომობილის მფლობელებს მოუწევთ", - განაცხადა მაკასარაშვილმა. რაც შეეხებათ იმ მძღოლებს, ვინც მართვის მოწმობები 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე აიღო, მაკასარაშვილის ინფორმაციით, მათი განახლება 2028 წლისთვის იქნება საჭირო.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)