01:47 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 18:42:57, 1992 ნახვა

საზოგადოება
PORTFOLIO REVIEW და GIPA-ს ტრენინგების ცენტრის GRADUATION

8 ოქტომბერს, 12:00 საათიდან „SPACEHALL”-ში (მისამართი: აკაკი წერეთლის 2), საქართველოში უკვე მეორედ, GIPA-ს ორგანიზებით სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი Portfolio Review ჩატარდება. ამავე საღამოს, GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების მეთორმეტე ყოველწლიური ცერემონია გაიმართება.

Portfolio Review ეს არის ღია ღონიძიება, რომელშიც მონაწილეობის მიღება სარეკლამო ინდუსტრიით და ვიზუალური კომუნიკაციით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას შეუძლია (ასაკი:18-28). დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიონ ვებგვერდს: portfolioreviewtbilisi.gipa.ge. მონაწილეობის მიღება უფასოა.

Portfolio Review-ს მიზანია შემოქმედებით ახალგაზრდებს საშუალება მისცეს (face to face) საკუთარი ნამუშევრები დარგის პროფესიონალებს წარუდგინონ (კრეატიული და არტ დირექტორები, კოპირაიტერები, დიზაინერები) და მათგან კონსტრუქციული შეფასებები და რჩევები მოისმინონ, რაც თავის მხრივ,  მონაწილეებს განვითარებაში დაეხმარება.

Portfolio Review მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: არტ დაირექშენი, კოპირაიტინგი, ფოტო, ვიდეო, დიზაინი, ილუსტრაცია.

კონსტრუქციულ შეფასებასთან ერთად, მონაწილეებმა შესაძლოა მიიღონ სამუშაო ადგილის შეთავაზება. ასევე, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, გამოვლინდება სამი საუკეთესო პორტფოლიოს ავტორი.

ივენთის ბოლო, დასკვნით ნაწილში დაჯილდოვდებიან საუკეთესო პორტფოლიოს ავტორები, 2016-17 სასწავლო წლის GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics