01:47 - 05 Nov, 2026
|
2017-10-05 12:34:51, 1930 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. გმირთა მოედანზე გერმანელ კოლეგასთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ. გვირგვინით შემკობის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ სამგლოვიარო მარშის და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების აკომპანირებით გაიმართა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)