17:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:35:53, 1709 ნახვა

საზოგადოება
N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთად ხორციელდება და მიზნად საკუთარი უფლებების შესახებ ბავშვების ინფორმირებულობის დონის გაზრდას ისახავს.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდენენ და იმ უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მათ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში აქვთ.

შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიეღოთ.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნებს საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტებს წარმოადგენენ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ამოქმედდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით.

თანამშრომლები გადამზადნენ, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ,  მოქმედებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები და შესაბამისადაა გამართული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და  ასევე,  სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა დაინერგა.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics