|
2017-10-03 16:52:52, 1868 ნახვა
საზოგადოება
სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში
National Geographic Travel-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გადაცემის წამყვანმა რობერტ რეიდმა სვანეთში იმოგზაურა. უშგულელების დახმარებით ცნობილმა წამყვანმა ცხენზე ჯირითი ისწავლა და საქართველოს უდიდესი მწვერვალის შხარის ძირში იმოგზაურა. რობერტ რეიდმა სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებები National Geographic Travel-ის მკითხველს და მაყურებელს გაუზიარა: „ეწვიეთ საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეს და პატარა სოფელ უშგულს. აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მოგზაურობა, კავკასიონის მთებში ცხენით ჯირითი. მოგზაურობის დროს ადგილობრივებთან შეხვედრისას ხშირად მეორეოჯახს იძენ. ძალიან იღბლიანი ვარ, ამ ხალხმა საოცარი სითბო გამიზიარა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი შესანიშნავი ოჯახი,სადაც მე დავრჩი, არამედ მთელი უშგული იყო ჩემი მასპინძელი. კარგი მასპინძლობა, ყოველთვის არ ნიშნავს 5 ვარსკვლავიანსასტუმროებში დარჩენას, თუ შენ საკუთარ თავს მისცემ საშუალებას ,განსხვავებული მიიღო და გაიზიარო, ისიც მიგიღებს. ვისურვებდი, რომ ყველა მოგზაურმა გაიზიაროს ის შთაბეჭიდლებები რაც მე საქართველოში მივიღე" - აცხადებს რობერტრეიდი. National Geographic Travel-ის გადამღები ჯგუფი სვანეთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2017 წლის მაისში ეწვია. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ევროპაშიყველაზე მაღალი დასახლების უშგულის სილამაზეს და ადგილობრივების ცხოვრების სტილს National Geographic Travel-ისსაშუალებით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა.
(NS)
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)