|
2017-10-03 16:23:51, 2476 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატ კახა კალაძეს დებატებში იწვევს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნებისმიერ არხზე და ნებისმიერ ფორმატში მზად არის, კახა კალაძესთან დებატებში ჩაერთოს. "მე გადავწყვიტე ყოველგვარი შუამავლების, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მივმართო "ქართული ოცნების" შტაბს, ჩემს კონკურენტს "ქართული ოცნებიდან", კახი კალაძეს და მე მას ვიწვევ პირდაპირ ღია საჯარო დებატებში. მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა, მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ კანდიდატები მუშტი-კრივზე კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ესაუბრებოდნენ იმის შესახებ, თუ რას ვუპირებთ ჩვენ ამ ქალაქს. როგორ უნდა ვუშველოთ ამ ჯოჯოხეთურ საცობებს, რომლებშიც ყველა დავიტანჯეთ, რა უნდა ვუქნათ ამ მოშხამულ ჰაერს, შემცირებულ გამწვანებას, მონჯღრეულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე მზად ვარ, დებატების დროს, დავასაბუთო, როგორ გადავარჩენთ მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქს საშინელი პრობლემებისგან“, - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ოპონენტისგან პასუხს ელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)