|
2017-10-03 14:17:02, 2342 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივლენ
მმართველი გუნდი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს. როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, უმრავლესობის წარმომადგენლები ხვალ პრეზიდენტის სასახლეში მივლენ და კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებს გამართავენ. ვოლსკის თქმით, ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება: „დიახ, უმრავლესობის წარმომადგენლები აუცილებლად მივლენ და მოილაპარაკებენ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია. ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ დამატებითი არგუმენტების მოსმენა მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტისთვის. თანაც ეს არგუმენტები მნიშვნელოვანწილად გაზიარებულია ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენ ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რათა გავიდეთ ამ საკითხიდან ისე, რომ სახელმწიფოც არ დაზარალდეს და კონსტიტუციის სახით შესანიშნავი დოკუმენტი მივიღოთ, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე უჭერს მხარს იმ გარკვეული შესწორებებით, რასაც პრეზიდენტს ვთავაზობთ“,-განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება კონსტიტუციის პროექტში ორ შესწორებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება: „ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება. ის ორი შესწორება შეგვიძლია შევიტანოთ კონსტიტუციის პროექტში, თუნდაც ამისთვის საჭირო იყოს ახალი ინიცირება. კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი გაითვალისწინებს მოსაზრებებს, მათ შორის ვენეციის კომისიისას, გათვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს და უფრო სიღრმისეულ ანალიზს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება და გამოვა ამ ულტიმატუმის ფორმატიდან“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად ხვალ, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)