|
2017-10-03 13:35:37, 1999 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევას აწარმოებს. კვლევა რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდებისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასებას ითვალისწინებს. სერვისის კვლევა ონლაინ სივრცესა და საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Gobatumi.com და facebook გვერდზე visitbatumi განთავსებულია სპეციალური კითხვარი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირველ დეკემბრამდე, აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. ონლაინ კვლევის ლინკი - https://goo.gl/e71guA. კითხვარი სამენოვანია და მისი შევსების შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებსაც აქვთ. ამობეჭდილი კითხვარები რეგიონში მდებარე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია განთავსდებული. ის ასევე დაეგზავნება რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებსა და პირებს. კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილი ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი ასევე წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2017“, რომელიც ბათუმში დეკემბერში გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)